The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ მირზიაშვილი

თამაზ მირზიაშვილი
Date of birth:1931
Date of death:2005  (at 74 years)
Category:Geologist, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით "სასარგებლო ნამარხთასაბადოების ძებნის და ძიების გეოფიზიკური მეთოდები", ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს; სახალხო მეურნეობის წარმოების თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზაციის ეკონომიკური მეთოდების და ტექნიკის გამოყენების ისნტიტუტი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს; განვლო გზა რიგითი გეოფიზიკოსიდან ამ დარგის ერთ-ერთ ხელმძღვანელამდე; 1955-1957წწ. მუშაობდა ტრესტ "კავკასნახშირგეოლოგიაში"; 1957-1961წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში; 1961-1963წწ. - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში; 1963-1978წწ. - საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში; 1978 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" მთავარი ინჟინერი. ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იგი "კავკასიის ნახშირების ატლასის" ერთ-ერთი თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.236-237

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: