The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ავალიშვილი

ირაკლი ავალიშვილი
Date of birth:21 February, 1950  (75 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკოსის სპეციალობით 1973 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, ფერმწერის სპეციალობით 1992 წელს.

1974 წლიდან მუშაობს კიბერნეტიკის ინსტიტუტში; 2000 წლიდან მოეწყო მხატვრის 35 პერსონალური გამოფენა სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ("ქარვასლა","ამერიკის საელჩო", "მუზა", "ეროვნული ბიბლიოთეკა", "ჰობი" და ა.შ.); ამერიკის საელჩომ გამოფინა მისი ეტაპური ნამუშევარი "ტყუპები" (11 სექტემბერი); 2012 წელს სამების საგამოფენო დარბაზში მოეწყო არტ-ფონდის მიერ ორგანიზებული გამოფენა "თბილისური შემოდგომა 2012" და სხვ; შექმნილი აქვს 700 –მდე ფერწერული ნამუშევარი; მისი ტილოები ნიუ-იორკის "აგორა გალერიის" მიერ შეფასებულია როგორც "ბრწყინვალე ფერები" (brilliant colours); მხატვრის 15–დე ნახატი უცხოეთის სხვადასხვა კერძო გალერეებშია განთავსებული: ინგლისი, შვეიცარია, გერმანია, აშშ, ავსტრალია, ფინეთი, უკრაინა, რომელთა შორისაა: "ფერისცვალება", ''წყნეთი", "შუადღე" და სხვ. ფერმწერი, აფხაზეთის ომის ვეტერანი.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი": interpressnews.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge


Share: