The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როდამ ქუმსიაშვილი

როდამ ქუმსიაშვილი
Date of birth:23 September, 1917
Date of death:22 November, 1991  (at 74 years)
Burial location:სოფელი ორხევი (ყოფილი ბუშატი), თიანეთის მუნიციპალიტეტი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

სამამულო ომის დაწყებისთანავე გამოცდილი ქირურგების უმეტესობა ომში გაიწვიეს. ნაწილი ფრონტზე მოხვდა, ნაწილი – ზურგის ჰოსპიტლებში. ახალბედა ექიმები თბილისის კლინიკებში გაანაწილეს. როდამ ქუმსიაშვილი იმ კლინიკაში მოხვდა, რომელსაც ეგნატე ფიფია ხელმძღვანელობდა და რომელშიც ჯერ ევაკოჰოსპიტალი, მერე კი ომის ინვალიდებისთვის აღდგენითი ქირურგიის საავადმყოფო იყო განთავსებული. სულ მალე ახალდაარსებული კათედრის პირველი ორდინატორი გახდა და ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ვირტუოზი ქართველი ქირურგის გვერდით გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ის უშუალო მონაწილე გახლდათ საქართველოს ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების ცხოვრებისა, რომელსაც ეგნატე ფიფია ედგა სათავეში. თავდაპირველად სალექციო მასალის მომზადება, სტუდენტთა აღრიცხვა და ლაბორატორიული სამუშაოები ევალებოდა, შემდეგ ეგნატე ფიფიამ ახალგაზრდა ორდინატორს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის კათედრაზე კლინიკურად საინტერესო პაციენტებისთვის გამოყოფილი ექვს საწოლიანი პალატა ჩააბარა, ხოლო რამდენიმე მსუბუქი ოპერაციის შემდეგ, პირველი ასისტენტის როლიც ანდო. 1944 წლიდან ევაკოჰოსპიტალში თვრამეტსაწოლიან პალატას ხელმძღვანელობდა. პალატაში ნაწლავთა სხვადასხვა დაზიანების მქონე დაჭრილები იყრიდნენ თავს. ამ კატეგორიის ავადმყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ევაკოჰოსპიტლიდან რ. ქუმსიაშვილთან ხვდებოდნენ. ახალგაზრდა ექიმი დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდა თითოეულის დიაგნოსტიკას, ოპერაციისთვის მომზადებასა და მკურნალობას. იმ წლების გამოცდილება აისახა მოხსენებაში ნაწლავთა ფისტულის ექვსი ურთულესი შემთხვევის შესახებ, რომელმაც თბილისის ქირურგიული საზოგადოების სხდომაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. რ. ქუმსიაშვილი 1968 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს, ათი წლის შემდეგ პროფესორად. მან 1957-1969 წლებში დაიცვა ჯერ საკანდიდატო, მერე სადოქტორო დისერტაცია თემაზე "კუჭის წყლულოვანი დაავადების შემდგომი გართულებები". როდამ ქუმსიაშვილი იყო 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 3 მონოგრაფიის ავტორი. მამის, ნიკო ქუმსიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა წიგნი "სიმღერის უკვდავება" და მონოგრაფია "ნიკო ქუმსიაშვილი". 1989 წელს დაიბეჭდა მისი კიდევ ერთი მონოგრაფია: "ეგნატე ფიფია: ცხოვრება და შემოქმედება". საექიმო მოღვაწეობის 40 წლის განმავლობაში როდამ ქუმსიაშვილმა ათეულობით ქირურგი – პროფესორი და დოცენტი, ასისტენტი და პრაქტიკოსი ექიმი აღზარდა. მომღერალ ნიკო ქუმსიაშვილის შვილი.

წყარო: როდამ ქუმსიაშვილი - ქართული ქირურგიის მემატიანე / მარი მარღანია // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2023. N1 (206). გვ. 68-71

Bibliography


Share: