The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ მირცხულავა

ზაალ მირცხულავა
დაბადების თარიღი:1957  (68 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჰიდრავლიკის განყოფილებაში. 1988-1998წწ. - გაერთიანება "წყალმშენის" სისტემაში სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი, სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ტრესტ "იორ წყალმშენის" მმართველი, ლაკბეს და დალის მთის კაშხლების მშენებლობის უფროსი. 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰიდროტექნიკური ნაგებობების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრს - სს "დიანდჰეს"-ს, რომელიც საქართველოს მოქმედ და მშენებარე ჰესებზე, კაშხლებზე (ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ხრამჰესი, სიონის და ალგეთის გაშხლებზე) აწარმოებდა ინსტრუმენტალურ მონიტორინგს და ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკის სამუშაოებს. 2008 წლიდან - "თბილისის წყლის" ენერგეტიკული უზრუნვფელყოფის დეპარტამენტის უფროსი, ჟინვალჰესის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის 2 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.238


გააზიარე: