Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზურაბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ენათმეცნიერებაში 1989 წელს; თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს. 1992-1993წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის ასისტენტი; 1993-1996წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებს; 1996-2002წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია პროტოკოლის დეპარტამენტი, უფროსის პირველი მოადგილე; 2002-2003წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარია სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2003 წელს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი; 2004-2005წწ. დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი; 2005-2012წწ. იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი; 2012-2013წწ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველო აღმასრულებელი დირექტორი; 2013-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი; 2014-2019წწ. ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში. 2024 წლის 3 დეკემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2024 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამედიცინო ტერმინოლოგიის კომუნიკაციურ-სემანტიკური ასპექტი", დაიცვა 1995 წელს. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.78; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |