The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფერდინანდ ოტენი

ფერდინანდ ოტენი
Date of birth:1850
Date of death:1930  (at 80 years)
Category:Chemist

Biography

დაბადების ადგილი: გერმანია.

დაამთავრა იურიევის (ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტი.

წარმოშობით გერმანელი ფერდინანდ ოტენის სახელს, თბილისში ერთ-ერთი პირველი აფთიაქის დაარსება უკავშირდება. იგი საქართველოში რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლის ომის შემდეგ, ყარსიდან ჩამოვიდა, სადაც რუსეთის არმიაში მსახურობდა; თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ფერდინანდი ქიმიკოსად მუშაობდა კიდევ ერთი თბილისელი გერმანელის, ჰეინრიხ სტუვეს ლაბორატორიაში, რომელიც მოგვიანებით მისი სიმამრი გახდა და რომელთან ერთადაც დაიწყო ფარმაცევტული საქმიანობა; თბილისში, დღევანდელი ლეონიძის ქ.N8-ში ოტენმა ააშენა სამსართულიანი სახლი და მის პირველ სართულზე გერმანელი ფარმაცევტის, ფლორ შონბერგისგან შეძენილი პირველი თბილისური აფთიაქი განათავსა. ოტენი ორ აფთიაქს ხელმძღვანელობდა: ერთს - თბილისის მუდმივი მოსახლეობისთვის განკუთვნილს, ხოლო მეორეს - ჩამოსულებისათვის განკუთვნილს. იჯარით ჰქონდა აღებული საქალაქო სამკურნალო დაწესებულებების აფთიაქი, რომელსაც 1887 წელს მოუცლელობის გამო თავი დაანება, ამ აფთიაქს კი სათავეში ე. ზემელი ჩაუდგა. ფ. ოტენი საქართველოში, პირველი სამედიცინო საექსპორტო ლაბორატორიის დაარსებამდე, მონაწილეობდა კრიმინლურ ექსპერტიზაშიც. პირველი გილდიის ვაჭარი, ფარმაცევტი, ფარმაციის მაგისტრი.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.209

Member of Organizations

  • თბილისის ლუთერანული ეკლესიის საბჭო, წევრი
  • კავკასიის ფარმაცევტთა ასოციაცია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • თბილისის საპატიო მოქალაქე

Share: