The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა კალანდაძე

პაატა კალანდაძე
Date of birth:5 July, 1960  (64 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ქ. თბილისის ილია ჭავაჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

1986-1988წწ. იყო საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდგომ განყოფილების უფროსი; 1988-1989წწ. ქ. სან-ფრანცისკოში საბჭოთა კავშირის გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული; 1989-1990წწ. საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილების უფროსი; 1990-1991წწ. ქ. თელ-ავივში (ისრაელის სახელმწიფო) საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ჯგუფის წევრი; 1991-1992წწ. ქ. თელ-ავივში საბჭოთა კავშირის გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული; 1992-1993წწ. ისრაელის სახელმწიფოში საბჭოთა კავშირის საელჩოს მეორე მდივანი; 1999-2001წწ. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში, კონსული; 2001-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2006წწ. ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2008-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი; 2012-2014წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში (თურქეთის რესპუბლიკა). 2009-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში; 2014-2019წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში; 2020-2024წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში; 2024 წელს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. 
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.86


Share: