The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბერაძე

ალექსანდრე ბერაძე
Date of birth:1905
Date of death:1969  (at 64 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია.

1924 წლის აჯანყების შემდეგ მამა და უფროსი ძმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იოსები, დახვრიტეს. მომდევნო ძმა, სამხედრო პირი მიხეილი დაიკარგა, სამხედრო მფრინავი ვლადიმერი სამხედრო დავალების შემდეგ გაქრა, 19 წლის ალექსანდრე კი, რომელიც პროკლამაციებს ავრცელებდა, დააბეზღეს და უთვალთვალებდნენ, ამიტომ, დედის რჩევით, საზღვარგარეთ წავიდა. პარიზში ალექსანდრე ელექტრიკოსად მუშაობდა. 1930-იან წლებში უცხოურ ლეგიონში ჩაეწერა და აფრიკაში წავიდა. მიიღო კაპრალის ჩინი. დიმიტრი ამილახვართან ერთად იბრძოდა მაროკოში. 5 წლის შემდეგ დაბრუნდა პარიზში და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქართულ ნაწილში "Unite Georgiens" ჩაწერეს. საფრანგეთმა კაპიტულაციის შემდეგ პარიზში დაბრუნდა და სამშობლოს გასათავისუფლებლად გერმანელთა შექმნილ ქართულ ბატალიონში გაერთიანდა. კავკასიაში გერმანელთა წარუმატებლობისა და უკანდახევის შემდეგ ალექსანდრე პარიზში დაბრუნდა. იბრძოდა იატაკქვეშა წინააღმდეგობა "რეზისტანტში". ომის შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა. გარდაიცვალა 1969 წელს კლამარში. ფრანგული უცხოური ლეგიონის ოფიცერი, წინააღმდეგობის მოძრაობა "რეზისტანსის" მონაწილე, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართველი ემიგრანტები უცხოურ ლეგიონში / რუსუდან დაუშვილი // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / გრიგოლ მაჩაბლის ფონდი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.13 (dspace.nplg.gov.ge)


Share: