შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კილდა, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი 1894 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე ზეინკლად, ორთქმავლის მემანქანის თანაშემწედ, ბაკურიანისა და ჭიათურა-საჩხერის რკინიგზის შტოს მშენებლობისა და საძიებო სამუშაოების ტექნიკოსად, უფროს ტექნიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად ერევნის, ყარსის, ერზერუმის რკინიგზის შტოების მშენებლობაზე. 1924-1927წწ. - სხვადასხვა თანამდებობებზე: საქართველოს სამთო კომიტეტში, ტყიბული-შორაპნის გაერთიანებაში, თბილისის აღმასკომში და სხვა. 1923-1927წწ. - ზაჰესის მშენებლობის სამუშაოთა მთავარი მწარმოებელი; 1927 წლიდან - რიონჰესის მშენებლობის სამუშაოთა მთავარი მწარმოებელი, შემდეგ მშენებლობის უფროსის მოადგილე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.242-243
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |