The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამედ მიქელაძე

Date of birth:1914
Date of death:2000  (at 86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სპეციალობით "ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები" 1941 წელს.

1941 წლიდან მუშაობდა აწჰესის სარელეო დაცვის ლაბორატორიის ოსტატად; იმავე წელს გადაიყვანეს ბათუმის ქვესადგურში მორიგე ინჟინრად, ქვესადგურის უფროსად; 1955 წელს დანიშნეს აწჰესის დირექტორად; 1973 წელს - "საქელექტრომშენის" მთავარ ინჟინრად. 1973 წელს აჭარის ელექტროქსელებში შეიქმნა სადისპეტჩერო სამსახური, რომლის ჩამოყალიბება მას დაევალა და დანიშნეს ამ სადისპეტჩეროს პირველ უფროსად. წლების განმავლობაში იყო რეგიონალური სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საბჭოს თავმჯდომარე. დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.243

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: