შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამედ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სპეციალობით "ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები" 1941 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა აწჰესის სარელეო დაცვის ლაბორატორიის ოსტატად; იმავე წელს გადაიყვანეს ბათუმის ქვესადგურში მორიგე ინჟინრად, ქვესადგურის უფროსად; 1955 წელს დანიშნეს აწჰესის დირექტორად; 1973 წელს - "საქელექტრომშენის" მთავარ ინჟინრად. 1973 წელს აჭარის ელექტროქსელებში შეიქმნა სადისპეტჩერო სამსახური, რომლის ჩამოყალიბება მას დაევალა და დანიშნეს ამ სადისპეტჩეროს პირველ უფროსად. წლების განმავლობაში იყო რეგიონალური სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საბჭოს თავმჯდომარე. დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.243 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |