შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ მიქიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1981 წელს. 1981-1986წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, უფროსი ლაბორანტი; 1986-1989წწ. - ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ატომური და თბოენერგეტიკული განადგარების კათედრა, ასპირანტი; 1989-1991წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, ასისტენტი; 1991-2003წწ. - ამავე ფაკულტეტის დოცენტი; 2003-2021წწ. - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, სრული პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, პროფესორი. ხელმძღვანელობდა საქართველოში საერთაშორისო პროექტების ფარგლებში (უნგრეთი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, სომხეთი) განხორციელებული ენერგოდაზოგვის პროექტებს. არის 80-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, რამოდენიმე მეთოდური სახელმძღვანელოს, გაანგარიშებათა პროგრამების პაკეტისა და წიგნების ავტორი. იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, BH&CoA, USAID, PA Consulting Group, "AES-თელასი", თბილსრესის სატრენაჟორო ცენტრის და თბილისის თეცის კონსულტანტი; კომპანია "B&R"-ს უფროსი ინჟინერი; შპს "ჯეოინჟინერინგის" მთავარი ექსპერტი; "მწვანე ალტერნატივას" ექსპერტი; ტყიბულის ქვანახშირის თესის პროექტის მთავარი ექსპერტი; ტურბოაგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მთავარი ექსპერტი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროებია: ზოგადი ენერგეტიკა; თბო და ატომური ელსადგურების მუშაობის რეჟიმები და ექსპლუატაცია; სათბობენერგეტიკული სისტემების, ენერგობლოკებისა და დანადგარების მათემატიკური მოდელირება, პროგრამული უზრუნველყოფა, ოპტიმალური პროექტირება და მართვა; ელსადგურების ეკოლოგიური უსაფრთხოება და მუშაობის რეჟიმების ოპტიმიზაცია; ენერგოდანადგარების ტექნიკური დიაგნოსტირება; კომპიუტერული საექსპერტო და ტრეინინგ-სისტემები; ენერგოდამზოგი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები; ელექტრული და სითბური ენერგიის კოგენერაცია; ენერგიის განახლებადი რესურსები; ენერგომენეჯმენტი; ენერგოაუდიტი; ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო ეფექტიანობა და რისკების შეფასების საკითხები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.243-244; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |