The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მიხაილოვი

ნოდარ მიხაილოვი
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2013  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1955 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში; 1955-1963წწ. - სამგორის თხევადი გაზის ბაზის მთავარ ინჟინრად; 1963-1967წწ. - საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს თხევადი გაზის საწარმოთა ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1967-1984წწ. - უფროსად. მისი მონაწილეობით საქართველოში დაინერგა მოსახლეობის თხევადი გაზით მომარაგების ორბალონიანი სისტემა, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა მოსახლეობის გაზით მომარაგება. იყო რიგი რაციონალური წინადადების ავტორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.244


გააზიარე: