შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა მოდებაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დნეპროპეტროვსკი, უკრაინა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1941 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), 1950 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1965 წელს აირჩიეს ჰიდრორესურსების პერსპექტიული გამოყენების სექტორის ხელმძღვანელად. მის მიერ შესრულებულია რიგი ჰიდრავლიკური და ჰიდროენერგეტიკული გამოკვლევები, რომლებიც გამოყენებული იყო ხრამის, ენგურის ჰიდროელექტროსადგურების საპროექტო გადაწყვეტებში. ხელმძღვანელობდა ჰიდრავლიკური დარტყმის რთულ გაანგარიშებას ზემო-ინგულეცის (უკრაინა) სატუმბო სისტემაში. ბოლო წლებში მუშაობდა საქართველოში ჰიდროსააკუმულაციო ელსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხებზე, მათი რაციონალური პარამეტრების დადგენის მიმართებით. გამოქვეყნებულია მისი 20 სამეცნიერო შრომა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.244
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |