The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო მოისწრაფიშვილი

სოსო მოისწრაფიშვილი
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობა დაიწყო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" 54-ე სამმართველოში ოსტატად. 1965 წლიდან მუშაობდა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" 90-ე სამმართველოში სამუშაოს მწარმოებლად, უფროსის მოადგილედ, უფროსად. ასრულებდა 35, 110, 220, 330, 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადეგურების მშენებლობასა და მონტაჟს საქართველოში და ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკებში, უკრაინაში. 1993 წელს გააგრძელა მუშაობა რუსეთში, როსტოვის ოლქში. 2009 წლიდან პენსიაზეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის - "რუსეთის საპატიო ენერგეტიკოსის წოდება".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.245

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: