შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა კატუკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1999-2001წწ. მუშაობდა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო ცენტრში "ევროპული წყაროები" (Sources d’Europe); 2001-2002წწ. ხელმძღვანელობდა ჟან მონეს სახელობის ასოციაციის მისიას და ორგანიზებას და მონიტორინგს უწევდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფრანგულ-გერმანულ შეხვედრებს; 2002-2003წ. ხელმძღვანელობდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს, ევროკომისიის ეგიდით განსაზღვრული მისიის ხელმაღვანელის როლში; 2003-2007წწ. თანამშრომლობდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთ პარლამეტართან; 2004-2011წწ. საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს, გენერალური დელეგატის რანგში; 2011-2019წწ. გენერალური მდივნის რანგში შეუერთდა საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხებში სპეციალიზირებულ პრეს-ჯგუფ Areion Group-ს; იგივე წლებში, მან საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობდა ინოვაციის, მდგრადი განვითარების და ლურჯი ეკონომიკის თემატიკებისადმი მიძღვნილ ორ საერთაშორისო ჟურნალს Green innovation და Blue innovation; 2012 წელს გახდა საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ცენტრის (CAPRI) გენერალური მდივანი; 2012 წელს ელჩად დანიშვნამდე უძღვებოდა პრეს-ჯგუფ Areion Group-ის ჟურნალ დიპლომატიის DIPLOMATIE რედაქციას, მთავარი რედაქტორის რანგში. 2019-2022წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.89
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |