შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რომანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცარსკოე სელო, რუსეთის იმპერია. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვაჟი, ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა. ტუპერკულიოზით დაავადებულ გიორგი ალექსანდრეს ძეს ექიმებმა ურჩიეს მკურნალობა აბასთუმანში, რომელსაც იმ დროს, როგორც კურორტს, უკვე სახელი ჰქონდა განთქმული. ალექსანდრე III-მ, რომელიც ხვდებოდა, რომ ვაჟს კარგა ხანს მოუწევდა აბასთუმანში ცხოვრება, 1897 წელს შეიძინა აქ მიწის ნაკვეთი და უფლისწული აბასთუმანში დასახლდა. გიორგი ალექსანდრეს ძემ საკუთარი სახსრებით ააშენა ხის საზაფხულო სასახლე, რომელსაც გემოვნებით გაფორმებული ინტერიერი და წითელი ხისგან დამზადებული ავეჯი ამშვენებდა. მალევე მისი ინიციატივით აიგო ზამთრის სასახლე. უფლისწულს ძალიან მოსწონდა აბასთუმანი და მისი შემოგარენი, ბევრს მოგზაურობდა სამხრეთ საქართველოში. მისი ინიციატივით აბასთუმნის ცენტრში 1898 წელს აშენდა წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია (არქიტექტორი ო. სიმონსონი, მხატვარი მ. ნესტეროვი), რომელიც ახალი ზარზმის ეკლესიის სახელით არის ცნობილი. ბავშვობიდან ასტრონომიით გატაცებულმა უფლისწულმა 1892 წელს აბასთუმანში მიიწვია ცნობილი ასტრონომი ს. გლაზენაპი, რადგან აბასთუმნის ასტროკლიმატი უნიკალური გამოდგა ციურ სხეულებზე დაკვირვებისათვის. გიორგი ალექსანდრეს ძემ აქ ააგო იმპერიაში პირველი სამთო ასტრონომიული კოშკი, სადაც დაიდგა მცირე ზომის ტელესკოპი, კოშკს "გიორგისეული" უწოდეს და იგი 1892 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ამ სამთო ასტრონომიული კოშკის ბაზაზე 1932 წელს აშენდა საქვეყნოდ ცნობილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. 1899 წლის 28 ივნისს უფლისწული აბასთუმანში გარდაიცვალა. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 237-238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |