The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მუსხელიშვილი

ალექსანდრე მუსხელიშვილი
Date of birth:1892
Date of death:1978  (at 86 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1918 წელს.

რუსეთში ხანმოკლე საინჟინრო საქმიანობის შემდეგ, 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1922-1927წწ. მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე; 1927-1930წწ. იყო ჰესის საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1930 წელს "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის ფილიალის დაარსებიდან, დანიშნეს ელექტროტექნიკური განყოფილების გამგედ, ხელმძღვანელობდა ჰესების ელექტროტექნიკური ნაწილის დაპროექტებას. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1921-1923წწ. - უნივერსიტეტის ასისტენტი, უშუალოდ მონაწილეობდა პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში, სადაც დოცენტის რანგში კითხულობდა ლექციებს ელექტროტექნიკურ დისციპლინებში. ხელი შეუწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ენერგეტიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. აქ მუშაობდა ჯერ განყოფილების გამგედ, ხოლო 1958-1970წწ. დირექტორის მოადგილედ სამეციერო დარგში. 1974-1976წწ. პენსიაზე გასვლამდე ხელმძღვანელობდა ზოგადი ენერგეტიკის განყოფილებას. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1942). მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავს საკითხებს, რომლებიც მიეძღვნა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებას, ქალაქებისა და მსხვილი საწარმოების ენერგომომარაგებას, სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციას, ქვეყნის აირით მომარაგებას, თბური ტუმბოების გამოყენებას და ა.შ. 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.251-252

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: