The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი სტაროსელსკი

დიმიტრი სტაროსელსკი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1832
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 1884  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია (ახლანდელი ჩრდილოეთ უკრაინა).

დაამთავრა პოლტავის კადეტთა კორპუსი 1948 წელს.

1857 წელს კაპიტნის ჩინით დაინიშნა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, ბარონ ვრანგელის ადიუტანტად და ჩარიცხეს ქართულ გრენადერთა პოლკში. ამის შემდეგ დ. სტაროსელსკის სამხედრო, თუ სამოქალაქო-ადმინისტრაციული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება კავკასიას, კავკასიელ მთიელთა ცხოვრებას. 1877 წელს იგი თბილისში ჩამოვიდა; 1878 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ პოსტზე იგი გარდაცვალებამდე მუშაობდა; დ. სტაროსელსკი ი. ჭავჭავაძის ქვისლი იყო - მას ცოლად ჰყავდა ოლღა გურამიშვილის და ეკატერინე. სტოროსელსკი თბილისის რჩეულ საზოგადოებაში ტრიალებდა, ახლოს იყო იაკობ გოგებაშვილთან, აკაკი წერეთელთან, იყო ილიას თანამოაზრე, ეხმარებოდა მას ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებაში; დ. სტაროსელსკის დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის გახსნაში. დიმიტრისა და ეკატერინეს ქალიშვილი ნინო სტაროსელსკაია იყო თავად იოსებ შალიკაშვილის მეუღლე, მათი ვაჟის, დიმიტრის, შვილები არიან ცნობილი ამერიკელი გენერლები: ოთარ და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილები.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.256-258


გააზიარე: