The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ კეკელიძე

თემურ კეკელიძე
Date of birth:19 July, 1975  (49 years)
Category:Diplomat, Historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი 1997 წელს;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სპეციალიზაცია − საქართველოს ისტორია 2001 წელს; ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯი, კრენფილდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; მიიღო გლობალური უსაფრთხოების საკითხებში მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი 2004 წელს.
2001-2002წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ნატოს განყოფილების სპეციალისტი; 2002-2003წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი; 2003 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2005-2006წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე; 2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსი; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი; 2007-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2012-2016წწ. ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე; 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2018-2020წწ. შინაგანს საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 2020 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.92

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: