The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ვერულიძე

ვაჟა ვერულიძე
Date of birth:22 February, 1963  (62 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი 1989 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1992 წელს.

1997–2000წწ. - აუდიტორული კომპანიის დირექტორი / აუდიტორი; 1997–2001წწ. - ბათუმის უმაღლესი საფინანსო სკოლის, ეკონომიკის კათედრის გამგე; 1997–2002წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრის გამგე; 2001–2004წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის, დარგობრივი ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2002–2005წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგე; 2005–2006წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის დოცენტი; 2006–2009წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული  პროფესორი; 2010-2018წწ. - ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი; 2010-2014წწ. - თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკრებულოს წევრი; 2011-2014წწ. - თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2013 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2019 წლიდან - ბსუ-ს საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს წევრი; 2022 წლიდან - საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2023-2025წწ. - განათლების ხარისხის განვითარების, "საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრის", უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი; სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ეკონომიკის საგადასახადო  და ფულად-საკრედიტო რეგულირების პრობლემები. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გამოსცა სახელმძღვანელო სასწავლო დისციპლინაში "საგადასახადო საქმე" (2008), მათ შორის ორჯერ გადამუშავებული სახით 2012 და 2015 წლებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოგების ზრდის პრობლემები საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 1993 წელს.

Awards and Honors

  • 2015 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: