Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟან შარდენი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფანგეთი. დაიბადა შეძლებული იუველირის ოჯახში, მიიღო საფუძვლიანი განათლება და საიველურო საქმე შეისწავლა, მაგრამ შარდენი მოგზაურობით იყო გატაცებული. 1671-1679წწ. იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაწერა ვრცელი თხზულება "მოგზურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში", რომლის პირველი ნაწილი 1669 წელს გამოქვეყნდა, ხოლო სრული სახით 1711 წელს დაიბეჭდა. თხზულების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს, სადაც შარდენმა 1672-1673 წლებში იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი ფაქტები და მოვლენები, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო ცნობებით საქართველოს წარსულის შესახებ, რომლებიც ბერძენ, რომაელ და სპარს ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან ამოკრიბა. აქვე გვხდება ძველი თბილისის გრაფიკული ჩანახატი, რომელიც შარდენის თანამგზავრ მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. მოგზაურობის ამ ნაწილში ჩართულია საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ჯ. ძამპის თხზულება, რომელიც თვით ძამპის გადაუცია შარდენისთვის. ძამპისეული თხზულების დედანი დაკარგულია, ასე რომ აღნიშნული ნაშრომი მხოლოდ შარდენის "მოგზაურობამ" შემოგვინახა. არის მოსაზრება, რომ შარდენი საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად მოავლინა საფრანგეთმა და ინგლისმა. 1861 წელს შარდენი ლონდონში დასახლდა, დაინიშნა სამეფო კარის იუველირად. ჩარლზ II-მ მას რაინდობა უბოძა. ამიერიდან ის სერ ჯონ შარდენად იხსენიებოდა. გარდაიცვალა ლონდონში, მის საფლავზე ლათინური წარწერაა - "სახელი გაითქვა მოგზაურობით". მოგზაური, ძვირფასი ქვებით მოვაჭარე, იუველირი. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.299-300 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |