The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მშვიდობაძე

თეიმურაზ მშვიდობაძე
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სკრა, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1978 წელს.

1979 წლიდან - "საქმთავარენერგოს" გორის ელქსელი, ლაბორტორიის ინჟინერი; 1980 წლიდან - სარელეო დაცვის ინჟინერი, ქვესადგურის I ჯგუფის უფროსი; 1984 წლიდან - სარელეო დაცვის სამსახურის უფროსი; 1987-1994წწ. - შიდა ქართლის საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1984-1987წწ. სარელეო დაცვის სამსახურის უფროსად მუშაობის დროს, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, განხორციელდა მეორე რიგის მოწყობილობების ექსპლუატაციაში შეყვანის სამუშაოები მთელ რიგ ქვესადგურებში, კერძოდ: "კვერნაკი 110", "მალხაზისწვერი 35", "კარალეთი 35", "მეჯვრისხევი 35", "ტყვიავი 35", "შინდისი 35", "ხცისი 35", "აბანო 35", "მირიანი 110". 1994 წლიდან - შიდა ქართლის ელ. ენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის დირექტორი; 2004-2005წწ. - შპს "სსე" ცენტრალური ქსელის მენეჯერის თანამდებობაზე; 2005 წლიდან - სსე-ს დასავლეთის ქსელის მენეჯერი; 2006 წლიდან - შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის მენეჯერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.253


გააზიარე: