შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კონსტანტინიდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1995წწ. მუშობდა სხვადასხვა პოზიციებზე: თბილისის საქალაქო სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამთავრობო ობიექტების დაცვის სამსახური; 1996-1999წწ. საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის მთავარი სპეციალისტი; 2000 წლიდან სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, გენერალური ინსპექციის მოკვლევის სამმართველოს უფროსად, კადრების განყოფილების უფროსად, მთავარი სპეციალისტად; 2001-2004წწ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2004 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო-სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2005-2008წწ. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს კონსული; 2008 წლიდან ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2009-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში – აკრედიტებული ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუს რესპუბლიკაში, ტუვალუში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სოლომონის კუნძულებზე, ტონგას სამეფოში და კირიბატის რესპუბლიკაში; 2017-2018წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ავსტრალიის თანამეგობრობასა და ოკეანეთში ელჩობის პერიოდში, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მისიის აქტიური მუშაობის შედეგად აკრედიტაციის ქვეყნებმა - ვანუატუ (2013) და ტუვალუ (2014) გააუქმეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება, ასევე დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ოკეანეთის ქვეყნებთან; 2018-2020წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2020 წლიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. არის თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.98; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |