The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევო მშვიდობაძე

რევო მშვიდობაძე
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 2019  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა დონის როსტოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1961 წელს.

სამუშაო გამოცდილება: აფხაზეთის რკინიგზის განყოფილება; რკინიგზის სოხუმის უბნის ელექტრომომარაგება; "საქმთავარენერგოს" სოხუმის ელექტროქსელები; წევის ელექტროქვესადგურის ელექტრომონტიორი, მორიგე ტექნიკოსი, მორიგე ინჟინერი, სამუშაოს მწარმოებელი, ენერგოდისპეტჩერი; სოხუმის 220 კვ. საკვანძო ქვესადგურის მორიგე ინჟინერი, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების ტექნიკის უფროსი ინჟინერი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების გამგის მოადგილე, გამგე; "საქმთავარენერგოს" ავარიებთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი, იმედიანობის სამსახურის უფროსი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საგეგმო-ეკონომიური სამმართველოს უფროსის მოადგილე, ენერგოგასაღების დირექტორი; "ენერგოზედამხედველობის" უფროსი; "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "საქაკადემუზრუნველყოფის" გენერალური დირექტორი; "ელექტროგადაცემის" გენერალური დირექტორის მთავარი კონსულტანტი; ელექტროპროფკავშირის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე; მისი ინიციატივით "საქმთავარენერგოს" ცენტრალურ გამოთვლით ცენტრში დაინერგა შესრულების კონტროლის პროგრამა, რამაც მკვეთრად გაზარდა საშემსრულებლო დისციპლინა; 2000 წელს სხვა დამფუძნებლებთან ერთად ჩამოაყალიბა "საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირი", რომელმაც ხელი შეუწყო ენერგეტიკის ვეტერანებისთვის დახმარების საქმეს; მუშაობდა ასევე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში სამმართველოს უფროსად. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე ყველა გამშვებ-საკონტროლო პუნქტზე განხორციელდა ადგილობრივი ელექტრომომარაგება; გამოქვეყნებული აქვს მოკლე ისტორიული ცნობარი "საქართველოს ენერგოსისტემა" "აწჰესი 70 წლისაა", "ზაჰესის 80 წელი", "საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირი - ქვეყნის პროფკავშირული მოძრაობის აქტიური რგოლი". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.254

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: