Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯულიეტა მხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1946 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში"; იყო ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1965 წლიდან - "ქვესადგურების, სარელეო დაცვის, ავტომატიკისა და ტელემექანიზაციის" განყოფილების უფროსი; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ისეთი პროექტები, როგორიცაა: "ამიერკავკასიის ენერგოსისტემის ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა", "საქართველოს ენერგოსისტემის ექსპლუატაციის ორგანიზაცია", "ენგურჰესი-ენერგოსისტემა, ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა", "საქმთავარენერგოს ქსელების ავტომატური მართვის" ტექნიკური პროექტი, "220 კვ ქვესადგური გლდანი", "220 კვ ქვესადგური რუსთავი", 220 კვ ქვესადგური ხაშური", 220 კვ ქვესადგური გორი", "220 კვ ქვესადგური მენჯი", "220 კვ ქვესადგური ზესტაფონი". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.256 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |