შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯულიეტა მხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1946 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში"; იყო ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1965 წლიდან - "ქვესადგურების, სარელეო დაცვის, ავტომატიკისა და ტელემექანიზაციის" განყოფილების უფროსი; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ისეთი პროექტები, როგორიცაა: "ამიერკავკასიის ენერგოსისტემის ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა", "საქართველოს ენერგოსისტემის ექსპლუატაციის ორგანიზაცია", "ენგურჰესი-ენერგოსისტემა, ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა", "საქმთავარენერგოს ქსელების ავტომატური მართვის" ტექნიკური პროექტი, "220 კვ ქვესადგური გლდანი", "220 კვ ქვესადგური რუსთავი", 220 კვ ქვესადგური ხაშური", 220 კვ ქვესადგური გორი", "220 კვ ქვესადგური მენჯი", "220 კვ ქვესადგური ზესტაფონი". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.256 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |