შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰაინრიხ შარერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გერმანია. თბილისში ბერლინელი სწავლულის, კარლ კოჰის რეკომენდაციით მოიწვიეს. მან შეიმუშავა ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე ალექსანდრეს ბაღის მოწყობის გეგმა. ბაღი საზეიმოდ გაიხსნა 1863 წელს. დიდი დაგეგმარებითი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს იყო ევროპული სტილის პირველი დასასვენებელი პარკი თბილისში. ჰ. შარერი იყო არა მხოლოდ ლანდშაფტის არქიტექტორი, არამედ იგი იკვლევდა სასარგებლო მცენარეებს მიწათმოქმედების, მებოსტნეობისა და მეღვინეობის დარგების გასანვითარებლად. 1861 წლიდან ჰ. შერარი ხელმძღვანელობდა ბოტანიკურ ბაღს, რომლის ტერიტორიაზეც მან 1871 წელს ააგო მებაღეობის შენობა. შარერმა მოგვიანებით სათბურები ააშენა და დაიწყო საქართველოში მანამდე უცნობი დეკორატიული მცენარეების მოშენება. 1886 წელს გაიხსნა ბოტანიკის მუზეუმი, ხოლო ბოტანიკური ბაღი საბოლოოდ გადაკეთდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად. გერმსნელი ბოტანიკოსი, ლანდშაფტის დიზაინერი. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.303
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |