The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მირცხულავა

გიორგი მირცხულავა
Date of birth:4 November, 1972  (52 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1994 წელს. 
1996 წლის თებერვალი-მაისი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორი; 1996-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის მთავარი სპეციალისტი, სახელმწიფო მრჩეველი, განყოფილების უფროსი; 2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის მოადგილე; 2003-2011წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მთავარი მრჩეველი, სამსახურის უფროსის მოადგილე; 2011-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2013-2020წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი. 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში, საქართველოს წარმომადგენელი პორტუგალიურ ენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (CPLP).

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.118

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი

Share: