Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ნაროუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით "გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო ნამარხთა საბადოების ძებნა" 1963 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1963-1974წწ. - "საქნავთობის" კოლხიდის ბურღვის კანტორა, გეოლოგი, ცაიშისა და ოჩამჩირის ბურღვის უბნების უფროსი; 1971-1974წწ. - ტრესტი "საქნავთობგეოფიზიკა", სეისმური პარტიის უფროსი; 1974 წლიდან - "საქნავთობის" წითლწყაროს ბურღვის კანტორის დირექტორი, რომელიც 1975 წელს რეორგანიზებულ იქნა ტარიბანის ტექნილოგიურ სამსახურად; 1977-1986წწ. - "საქნავთობის" მუშათა მომარაგების განყოფილების უფროსი და აღმოსავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1986 წლიდან - "საქნავთობის" კოშკსამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 2004 წლიდან - შპს "იორის ველი, ნავთობი და გაზი"-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.262-263 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |