შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვსევოლოდ ნასბერგი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1932 წელს. 1936-1940წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1940 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1946). 1946 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ფილტრაციული გამოკვლევების ლაბორატორიას; იყო დარგის აღიარებული სპეციალისტი; მისი რეკომენტაციები ფილტრაციის საკითხებში საფუძვლად დაედო საპროექტო გადაწყვეტილებებს მრავალი ჰესისათვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. იკვლევდა მრავალჭებიან ფილტრაციულ სისტემებს, გრუნტის წყლების დონის დაწევის საშუალებებს, ფილტრაციულ მოვლენებს გვირაბის მოკეთებებში და სადრენაჟო სისტემებში. მიღებული ჰქონდა 200-მდე საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მისი გამოგონებების ნაწილი დაინერგა ნურეკის, ენგურის, ტაშკუმირის, ბუხტარმისა და სხვა ჰიდრონაგებობების მშენებლობაზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.263
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |