The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა მურჯიკნელი

მამუკა მურჯიკნელი
Date of birth:5 October, 1978  (46 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი  ეკონომისტის სპეციალობით 1998 წელს.
1998-1999წწ. ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა; 1999-2003წწ. მუშაობდა აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საელჩოს ატაშეს (კომერციულ საკითხებში) თანამდებობაზე; 2003-2005წწ. მივლინებულ იქნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე; 2005-2007წწ. მუშაობდა კომპანია "კანარგო"-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის თანამდებობაზე; 2007-2015წწ. შ.პ.ს "ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედ"-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის, კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე; 2015-2017წწ. "სქაილენდ პეტროლეუმ გრუპ"-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე; 2017-2018წწ. იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში; 2019-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 2021 წლიდან ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.122; bm.ge


Share: