The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ თავხელიძე

თეიმურაზ თავხელიძე
Date of birth:8 May, 1944  (80 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.
სამსახურეობრივი გამოცდილება: 1967–1969წწ. თბილისის 2-ე კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-პათანატომი; 1967–1974წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის სამეცნიერო განყოფილების უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1974–1984წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის სამეცნიერო განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1984–2014წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი; 2004–2021წწ. უნივერსიტეტ გეომედის პათომორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2021-დან დღემდე უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი. არის 70-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი; მისი სახელმძღვანელო (მონოგრაფია - "ზოგადი პათოლოგია") განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ (საჯარო) და უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკებში, ბოლო დროინდელი პუბლიკაციების ჩამონათვალი: "ლაზერისა და ზოგიერთი პრეპერატის ზემოქმედების გავლენა აორტის ინტიმაზე და ერითროციტებზე ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის პირობებში" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.-თბილისი, 2014.-N1), "ლაზერით დასხივებისა და ზოგიერთი პრეპარატის გავლენა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მიმდინარეობაზე" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.-თბილისი, 2015.-N2), "ერითროციტების მემბრანების ლიპიდური სპექტრის, ერითროციტების აგრეგაციის და სისხლის სიბლანტის შესწავლა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის პირობებში მასზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებისას" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.-თბილისი, 2015.-N3.4), "ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის ზოგიერთი მორფოლოგიური ასპექტი მასზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებისას" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.-თბილისი, 2016.-N 1-2(5-6), "სისხლის ლაზერით დასხივებისას აორტის კედლის ზოგიერთი მორფოლოგიური მაჩვენებლის შესწავლა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის პირობებში" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები .-თბილისი, 2017.-N1-2(9-10), "ვერცხლის სუსპენზიის ზემოქმედება ვირთაგვის ორგანოებზე" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.-თბილისი, 2018.-N1(13), "ვერცხლის სუსპენზიის ხანგრძლივი მოქმედების გავლენა ვირთაგვის ორგანოებზე" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.-თბილისი, 2018.-N4 (16), "Study of LD50 and chronic toxicity of suspension of Silver nanoparticles size 50 nm in laboratory rats" (Journal of International Pharmaceutical Research, ISSN: 1674-0440, published online: 28-04-2019), "საქართველოს ენდემური მცენარეებიდან გამოყოფილი პოლიფენოლების (ფლავონოიდების) გავლენა ტეტრაქლორმეთანით დაზიანებული თაგვების ღვიძლის ქსოვილზე" (მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.-თბილისი, 2020.-N2(20), "COVID-19 and innate immunity. Modern issues of medicine and management" (International, peer-reviewed, referenced scientific journal.-Tbilisi, 2022.-N1(23); მიღებული აქვს ერთი საავტორო მოწმობა და 2 პატენტი საავტორო მოდელზე; მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. საკანდიდატო დისერტაციების ხელმძღვანელი (1990, 1993), მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ექიმი-პათოლოგი.

Member of Organizations

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ასოციაცია, წევრი
  • კარდიომიოპათიის საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • პათოლოგანატომთა საქართველოს ასოციაცია, წევრი
  • ჟურნალ "კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა XXI"-ს სარედაქციო საბჭო, წევრი
  • ჟურნალ "მედიცინისა და მენაჯმენტის თანამედროვე პრობლემების" სარედაქციო საბჭო, წევრი

Bibliography


Share: