The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ნაჭყებია

შალვა ნაჭყებია
Date of birth:21 February, 1945
Date of death:19 July, 2022  (at 77 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკ­ა­ია (სენაკი).

დაამთავრა საქართველოს პოლი­ტექ­ნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი "ელექტრონული სადგურების“ სპეციალობით 1969 წელს. 1971 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპი­რანტურაში. 

1975-1998წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ზოგადი და თორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 2003 წლიდან - ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე; 2007 წლიდან - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის უფროსი; 1995-2007წწ. - ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილს, აქტიურად მონაწილეობდა TEMPUS-TACIS-ის საერთაშორისო პროექტებში რეფორმის განხორციელებისა და ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვის მიზნით; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ფაკულტეტზე თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ბაზის შექმნის საქმეში; 2004 წელს ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის განყოფილების პროექტის ფარგლებში; ხელმძღვანელობდა დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სამეცნიერო მუშაობას; მისი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებია: ელექტრომაგნიტური ტექნიკა, თანამედ­როვე მაგნიტური მასალები, ელექტროტექნიკური მოწყობილობების საიმე­დოობის ამაღლების პრობლემები თანამედროვე მაგნიტური მასალების ბაზაზე; 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი, მიღებული ჰქონდა საავტორო მოწმობები, იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციისა და სიმპოზიუ­მის მონაწილე. ბოლო ათწლეულში პროფესორების - შალვა ნაჭყებიასა და ივანე გორგიძის ინიციატივითა და თაოსნობით, შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მატიანე და გამოიცა უნივერსიტეტის ისტორიისადმი  მიძღვნილი რამდენიმე მონოგრაფია. 2005 წელს მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატიო სიგელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.264-265; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

Member of Organizations

  • აშშ-ის ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა IEEE საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1996-)
  • აშშ-ის სამეცნიერო საზოგადოება Sigma X, წევრი (2003-)
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (2004-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2005-)

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: