Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უსუფ ადილ შაჰი![]()
Biographyმისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მათ შორის ყველაზე პოპულარული ვერსიაა მისი ქართული წარმომავლობა. ამ ვერსიის თანახმად, მაჰმუდ ღავანმა იგი ირანში შეიძინა. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი წარმოშობით სპარსია ან თურქმენი. ზოგიერთი ისტორიკოსი კი თვლის, რომ იგი არის ოსმალეთის იმპერიის სულთან მურად II-ის შვილი. მის შესახებ იმ პერიოდის ისტორიკოსები მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი (იგივე ფერიშთა) და რაფი ად-დინ შირაზი აღნიშნავენ, რომ უსუფი საქართველოდან გატაცებული და მონად გაყიდული ახალგაზრდა იყო, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს სათავეში მოხვედრა მოახერხა. ფერიშთას სიტყვებით: საქართველოში ყარა-ყოიუნლუსა (შავბატკნიანები) და აყ-ყოიუნლუს (თეთრბატკნიანები) თუქმანთა თარეშის დროს, ტყვედ წაყვანილთა შორის უნდა ყოფილიყო ყრმა იუსუფიც, რომელმაც რამდენიმე წელი სპარსეთში გაატარა. სწორედ იქ მოაქციეს ისლამზე და სახელიც იქვე შეუცვალეს. სპარსეთიდან ინდოეთში წაუყვანიათ და ბაჰამანის სასულთნოს დიდვაზირის, წარმოშობით სპარსი ღავანისთვის საჩუქრად მიურთმევიათ. XVII საუკუნის მიწურულის იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი თავის ნაშრომში "STORIA DO MOGOR" აღნიშნავდა, რომ "ბიჯაპურის პროვინციას მართავდა ერთი ქართული წარმოშობის რენეგატი, სახელად უსუფი, რომელიც მანამდე სამეფო ხაზინას ხელმძღვანელობდა, რის გამოც გამოსახულია ხელში ოქროს გასაღებით". 1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ-შაჰი ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა, რომ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს "თეთრკანიანი ჯარისკაცები" შეადგენდნენ, რომლებიც აშკარად გამოირჩეოდნენ სამეფოს ადგილობრივი, მოყავისფრო კანის მქონე მოსახლეობისაგან. წყარო: უცხოეთში დაკარგული ქართველები : 60 ამბავი / ალექსანდრე მიქაბერიძე.- თბილისი, 2017.- გვ.34
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |