შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაუმი ნებიერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს; ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1981 წელს. 1976 წლიდან - გაერთიანება "ელექტროაპარატის" კადრების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1981 წლიდან - ამავე გაერთიანების პროფკომიტეტის განთავისუფლებული თავმჯდომარე; 1985-1990წწ. - საწარმოო გაერთიანება "აგრეგატის" პროფკომიტეტის განთავისუფლებული თავმჯდომარე; 1992 წლიდან - "საქართველოს ენერგეტიკის და ელექტროტექნიკური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის" აღმასრულებელი თავმჯდომარე; 2006 წლიდან - "საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის" თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.265
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |