The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ნანობაშვილი

იოსებ ნანობაშვილი
Date of birth:30 April, 1971  (53 years)
Category:Diplomat, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თეორიული ფიზიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია მალტაში 2002 წელს; 2003 წელს დაიწყო დისტანციური სწავლება ლუიზიანის ქალაქ კოვინგტონის ლაკროსის უნივერსიტეტში, რომელიც 2005 წელს დოქტორის ხარისხით დაასრულა.

1998 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1998-2002წწ. იკავებდა ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მეორე მდივნის, ატაშეს პოზიციას. 2002-2006წწ. იყო ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, პირველი მდივანი და მეორე მდივანი; 2006-2008წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2009-2013წწ. ეუთო-ში საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი; 2013-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს სამმართველოს უფროსი; 2013-2015წწ. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორი; იყო კანადის მანიტობას უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი; ვებსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; საბერძნეთის პირეოსის უნივერსიტეტის მკვლევარი; 2020 წლიდან  კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი; სამეცნიერო ხარისხი: დიპლომატიის მაგისტრი; აკადემიური ხარისხი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 2015-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.126

Bibliography


Share: