Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არსენ რატიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1969 წელს მუშაობა დაიწყო სპორტულ სკოლაში მასწავლებლად; 1972 წელს აირჩიეს კომკავშირის მესტიის რაიკომის მეორე მდივნად; შემდგომში სამი წელი იყო საქართველოს კომპარტიის მესტიის რაიკომის ინსტრუქტორი; 1982 წელს დანიშნეს მესტიის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ, 1985 წელს გადაიყვანეს მესტიის ტურბაზა "უშბის" დირექტორის მოადგილედ; 1987 წლიდან იყო მესტიის ალპინისტური ბაზის "სვანეთის" დირექტორი; 1996-2002წწ. აირჩიეს საქართველოს მეკლდეურთა ფედერაციის გენერალურ მდივნად; სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალგაზრდა მთამსვლელთა რესპუბლიკური სპორტსკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, საქართველოს მეკლდეთა კლუბ "ვერტიკალის" დირექტორად, ბანაკ "აილამას" უფროს ინსპექტორად ალპინიზმში. იყო საბჭოთა შეიარაღებული ძალების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ალპინიზმში, პირველი კატეგორიის ინსტრუქტორი სამთო სათხილამურო სპორტში. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.329 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |