The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ნიკოლაიშვილი

არჩილ ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი "თბოელექტროსადგურების" სპეციალობით, ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1978 წელს; დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1988).

1978 წელს მუშაობდა "ორგენერგომშენის" თბილისის ფილიალში ინჟინრად; 1979 წლიდან - "აგრეგატის" თბილისის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1992-1993წწ. - ქარხანა "აგრეგატის" ინჟინერ-ენერგეტიკოსი; 1993 წლიდან - "საქენერგორემონტის" ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ უფროსი; 1995 წლიდან - "საქენერგორემონტის" მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან - ტექნიკური დირექტორის მოადგილე; 2000 წლიდან - ტექნიკური დირექტორი; 2005 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის დამუშავება, დარგის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. აქტიურად ურთიერთობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ინსტიტუტებთან. ხელს უწყობდა საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებას; 2012 წლიდან - სს "საქრუსენერგოს" ტექნიკური დირექტორი. არის 16 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.268-269


გააზიარე: