Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ნიკოლაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მოზგონი (ჩიტას გუბერნია, რუსეთი). დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1925 წელს; საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით - 1930 წელს. 1931 წელს - მთავარჰიდროენერგოპროექტის ამიერკავკასიის განყოფილების ინჟინერი; 1932-1937წწ. - აწჰესის მშენებლობა; 1938 წლიდან - საქართველოს კომუნალური საპროექტო ინსტიტუტი, ენერგეტიკული განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1939-1941წწ. - ზაჰესის ტექნიკური განყოფილება, უფროსი ინჟინერი, უფროსი; 1941 წლიდან - აწჰესის მთავარი ინჟინერი და დირექტორის მოადგილე; 1944 წლიდან - რიონჰესის მთავარი ინჟინერი, შემდეგ დირექტორის მოადგილე; 1956 წლიდან - რიონჰესების კასკადის დირექტორი; 1959 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სარემონტო-მექანიკური ქარხნის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე; 1963 წლიდან - საკავშირო ინსტიტუტი "ენერგოქსელპროექტი", საქართველოს განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1966-1972წწ. - სამგორის ჰესების კასკადის მთავარი ინჟინერი და დირექტორის მოადგილე. 1973 წლიდან პერსონალური პენსიონერი. 1975 წლამდე მუშაობდა საქმთავარენერგოს სისტემაში; 1976 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის კერამიკული კომბინატის მთავარი კონსტრუქტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის 7 მედალი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.269-270 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |