The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ რევაზიშვილი

ნიკოლოზ რევაზიშვილი
Date of birth:9 February, 1979  (46 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ბაკალავრის ხარისხი საჯარო მმართველობაში 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამოქალაქო სამართალში 2002 წელს. 
2001-2004წწ. იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს დსთ-ს ქვეყნების სამმართველოსა და სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2004-2005წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოსთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი; საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატოსთან ინტეგრაციის დეპარტამენტი; 2005-2006წწ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის  მკვლევარი; 2005-2006წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატოსთან ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2006-2009წწ. ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (ბრიუსელი, ბელგია); 2009-2013წწ. მრჩეველი, საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში (ვაშინგტონი, აშშ); 2013-2017წწ. საქართველოს საელჩოს ისრაელის სახელმწიფოში უფროსი მრჩეველი; 2017-2018წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.138


Share: