The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ნონიევი

ივანე ნონიევი
Date of birth:6 July, 1949  (75 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1971 წელს.

1971-1973წწ. - საქართველოს ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ნატურული დაკვირვებების განყოფილება, ინჟინერი; 1973-1974წწ. - ამავე განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1974-1976წწ. - უნცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1985წწ. - ჯგუფის ხელმძღვანელი; 1985-1992წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1993წწ. - ნაგებობების მონიტორინგის და დიაგნოსტიკის ცენტრი, სს "დიანდჰესი", კაშხლების მონიტორინგის ლაბორატორია, ლაბორატორიის გამგე; 1996-2008წწ. - ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით საკითხებში; 2006-2016წწ. - შპს "ჰიდროდიაგნოსტიკა", დირექტორი, თანადამფუძნებელი; 2006-2010წწ. - გ. ჩოგოვაძის სახელობის საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ნაგებობათა დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე; 2015-1016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2016-2022წწ. - შპს "ჰიდროდიაგნოსტიკა", კვლევითი ჯგუფი, პროექტის კოორდინატორი; 2016-2018წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2018-2021წწ. - ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ნაგებობების და გარემოს ინსტრუმენტალური მონიტორინგი, ჰიდრონაგებობების უსაფრთხოება, ადრეული გაფრთხილების სისტემები ენერგეტიკის ობიექტებზე, ჰიდროენერგეტიკა. მონაწილეობა: 1998-2001წწ. ენგურის კაშხლის მონიტორინგის რეაბილიტაციის პროექტი; 2002-2004წწ. - საქართველო-იტალიის პროექტი "საქართველოს კაშხლებზე და წყალსაცავებზე გეოფიზიკური კვლევების და მონიტორინგის ჩატარება"; 2005-2006წწ. - ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი (EBRD); 1999-2008წწ. - ქ. თბილისის წმიდა სამების ტაძრის მონიტორინგის სისტემის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაცია; 2007-2009წწ. - ალგეთის და სიონის წყალსაცავების რეაბილიტაციის პროექტი - კაშხლების ავტომატური ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემების პროექტირების და მშენებლობის ხელმძღვანელი. 2004 წელს მიღებული აქვს საქართველოს საპატრიაქოს სიგელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.273-274; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაცია (IHA), წევრი (1996-2001)
  • საქართველოს დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტი, წევრი (2013-)

Awards and Honors

  • 2010 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • 1979 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

Share: