The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმა ანთაძე

დიმა ანთაძე
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ანთაძე
დაბადების თარიღი:1963  (62 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1988 წელს.

იღბლიანი შემთხვევითობის გამო, 90-იან წლებში ახალგაზრდა მხატვარი იაპონიას დაუაკავშირდა. იაპონური კულტურა საოცრად ახლობელი აღმოჩნდა დ. ანთაძესთვის, მისმა შემოქმედებამ სრულიად ახლებური გამომსახველობა შეიძინა და წარმატებაც ხვდა წილად; მხატვრის 9 პერსონალური გამოფენა შედგა იაპონიაში; მის მხატვრულ სამყაროში მთავარი თემა ზღაპარია; მხატვრის თქმით, ზღაპარი თავად საოცრებაა, ის რეალური ცხოვრების პარალელური სამყაროა, სადაც სივრცის, ფერის და ხაზის საშუალებით ცდილობს აღმოაჩინოს ან გამოხატოს საკუთარი თავი. ქართველი ფერმწერი.

წყარო: ახალი და უახლეხი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge/geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 182-183


გააზიარე: