Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ობოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხრესილი, ტყიბულის რაიონი. მუშაობა დაიწყო 1929 წელს რიონჰესზე გვირაბის გამყვანი კომპლექსური ჯგუფის ბრიგადირად; 1933-1949წწ. მუშაობდა ხრამჰეს-1-ის მშენებლობაზე სადაწნეო დერივაციული გვირაბის გამყვანი მოწინავე ბრიგადის ხელმძღვანელად; 1949-1953წწ. - სამგორის ჰესების გვირაბების გამჭოლი ბრიგადის ხელმძღვანელად; 1953-1956წწ. - ტყიბულჰესზე ხელმძღვანელობდა დერივაციული გვირაბის გაყვანის სამუშაოებს; 1956 წლიდან - ჰესის საექსპლუატაციოდ გადაცემამდე, ხრამჰესი-2-ის მშენებლობაზე დერივაციული გვირაბის გაყვანის კომპლექსურ ბრიგადას. მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობაზე უწყვეტად იმუშავა 33 წლის განმავლობაში. საქართველოს სსრ IV და V მოწვების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.494; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.274 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |