Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ფირცხალავა![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1976 წელს; მოსკოვის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1976-1977წწ. საპროექტო ინსტიტუტი, "საქსოფლმშენსახპროექტი"- არქიტექტორი; 1977-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, სამოქალაქო და სამრეწველო შენობების არქიტექტურის კათედრა–ასისტენტი; 1989-1990წწ. ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მეცნიერ–სტაჟიორი; 1988-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობების არქიტექტურის კათედრა – დოცენტი; 2006-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის - ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი – არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის 603 დეპარტამენტის უფროსი; 2001-2009წწ. - სსი ,"თბილქალაქპროექტი"- IX არქიტექტურული სახელოსნო - არქიტექტორი; 2006 წლიდან - შ.პ.ს. "მარკო"- დირექტორი. 14 სამეცნიერო სტატიის, 3 დამხმარე სახელმძღვანელოს, 3 მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი; 11 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, მათ შორის 3 კონფერენციის ორგანიზატორი და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 36 არქიტექტურული პროექტის ავტორი, მათ შორის 23 განხორციელებული; არქიტექტურის კანდიდატი (1988 წელი), არქიტექტურის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი (2006). წყარო: საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |