The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ოვვიანი

ბორის ოვვიანი
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2013  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ნავთობისა და აირის საბადოთა ექსპლუატაციის ინჟინერი 1956 წელს.

1956-1958წწ. მუშაობდა უზბეკეთის და ტაჯიკეთის ნავთობის საძიებო უბნების და ნავთობის საბადოების ჭაბურღილებიდან ნავთობის მოპოვების ოპერატორად, ოსტატის მოადგილედ, ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროს ინჟინრად და სარეწაოს სექტორის უფროსად; 1958-1978წწ. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნავთობის საძიებო უბნებზე და ნავთობის საბადოებზე ჭაბურღილების კვლევის, ათვისების და კაპიტალური რემონტის ოსტატად, უფროს ინჟინრად; კაროტაჟულ ტამპონაჟურ ექსპედიციაში და საძიებო ჭაბურღილების ათვისების კანტორაში ფენის გამომცდელების გამოყენების უფროს ინჟინრად, ფენის ჰიდროგახლეჩვის და მარილმჟავით დამუშავების ჯგუფების და საამქროს უფროსად; "ნავთობსამეცნიეროს" ჭაბურღილების კვლევის, ათვისების და დამთავრების ჯგუფის ხელმძღვანელად; გაერთიანება "საქნავთობის" ბურღვის, მოპოვების და ტექნიკური განყოფილებების უფროსის მოადგილედ; 1978-1981წწ. ალჟირის უდიდესი ნავთობის საბადოს "ხასსი მესაუდ"-ის ჭაბურღილების ათვისების და კაპიტალური რემონტის უფროს ინჟინერ-ექსპერტად; 1981-2005წწ. მუშაობდა შპს "ნავთობსამეცნიეროს" მთავარ ინჟინრად, გენერალური დირექტორის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.275

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • 1981 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1970 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: