შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერეკლე საღლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი. 1979 წელს მუშაობდა მესტიის არქოლოგიურ ექსპედიციაში, შემდგომ წლებში მუშაობა განაგრძო ჯანაშიას სახელობის მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიის მუზეუმში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; მუშაობდა "რაინდთა სკოლაში" მასწავლებლად, ბიზნეს სკოლაში, ტელევიზია "ობიექტივის" წამყვანად; მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში განვითარებულ ქართველთა და აფხაზთა შორის დაპირისირებისა და სისხლის ღვრის ასაცილებლად. იგი ერთ-ერთი დამფუძნებელია საზოგადოება "შუმერის" და არჩეულია ფაზისის აკადემიის საპატიო წევრად; იყო დამფუძნებელი და რედაქტორი ჟურნალებისა "ხატაურა" და "ზედაშე". პირველი ლექსი ("ენგური") გამოაქვეყნა ჟურნალ "პიონერში" (1967); ავტორია პოეტური კრებულებისა: "უსათაურო", "რაშოუდა" (2011), "შამარირა" (2016). ქართულად თარგმნილი აქვს ფედერიკო გარსია ლორკას, სერგეი ესენინის, უილიამ ფროსტის ლექსები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.333; არმური: armuri.georgianforum.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |