The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო რუხაძე

ოფიციალური სახელი:ვლადიმერ რუხაძე
სხვა სახელი:ბეკო
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1998  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1926 წელს წავიდა ემიგრაციაში.  ნიჭმა, გონიერებამ და უდიდესმა შრომისმოყვარეობამ წარმატება მოუტანა ტყავის წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგს და იგი ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი გახდა. ლადო რუხაძე პარიზის მახლობლად ქალაქ პონტუაზში დასახლდა. მისი შატო-ბეკოს  (ბეკო ლადოს მეტსახელი) მოზრდილ მამულში, სახლის ერთ-ერთი დარბაზის კედლები ფელიქს ვარლამიშვილს მოუხატავს, რომელიც რამდენიმე თვე ამ მამულში ცხოვრობდა. მწერალ მარი-ელენ (ჩიტო) რუხაძის მამა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ელექტრონული წიგნების სახლი "საბა":  saba.com.ge


გააზიარე: