The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარვინ ორმოცაძე

დარვინ ორმოცაძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1966 წელს; 1968-1971წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1972-1975წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

მუშაობდა ტრესტ "ტრანსენერგომონტაჟში", თბილისის მეტროპოლიტენში რემონტების ინჟინრად; 1975-1980წწ. - საკავშირო კვლევითი ინსტიტუტი ВНИИСХ, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, სექტორის გამგე, ლაბორატორიის გამგე; 1980 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1989). 2005 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობაში ელექტრული ენერგიის გამოყენების კათედრის გამგე; 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თანაშემწე. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 13 გამოგონება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.277

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: