The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანიკო ხუნწარია

ჯანიკო ხუნწარია
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი 1971 წელს; საკავშირო კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური დაუსწრებელი ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს.

1971-1982წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის ასისტენტი; 1982-1987წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1987-1990წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის დოცენტი; 1989-1997წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის გამგე, პროფესორი; 1997-1999 წწ. შპს "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი; 1997-2000წწ. შპს "ჯეოსელის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1998-2006 წწ. ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეკომუნიკაციის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2006-2012წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის თეორიისა და სისტემების სასწავლო–სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2012-2015წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს - ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს წევრი; 2014-2019წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაიის დეპარტამენტის პროფესორი; ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიტატი (14. 01 1987). გამოქვეყნებული აქვს 173 შრომა, მათ შორის 74 სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური ლიტერატურა, 42 სტატია, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე გაკეთებული მოხსენებების შესაბამისი 43 პუბლიკაცია, 10 გამოგონება და სხვ.

წყარო: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ-როს სათათბირო ორგანოს - ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს კომუნიკაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ასოციაციის გამგეობა, წევრი (2015-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: